ახალსოფელში 42 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

news
: news იანვარი 18, 2015 13:55

ახალსოფელში 42 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

მნიშვნელოვანი

  • სამეგრელოს რეგიონის სოფელ ახალსოფელში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სხვა სტატიები

სამეგრელოს რეგიონის სოფელ ახალსოფელში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “თაიმერს” ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, სამსართულიან შენობაში საცხოვრებელ ფართს, კრიტერიუმების შესაბამისად, 42 დევნილი ოჯახი მიიღებს.
მონიტორინგის მიზნით, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა, დევნილთა დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ და დანიის ლტოლვილთა საბჭოს დასავლეთ საქართველოს პროგრამის მენეჯერმა ბლერიმ მუჰაჯერმა, დაათვალიერეს.
უწყების ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს. შენობის რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. თითოეულ ბინაში დამონტაჟდება წყლის ელექტროგამაცხელებელი და გაზის გამათბობელი, ეზოში მოეწყობა სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის. მშენებლობაზე 20-მდე დევნილია დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება.
საცხოვრებელი ფართების გადაცემის პარალელურად, დანიის ლტოლვილთა საბჭო, სამინისტროსთნ მჭიდრო თანამშრომლობით, დევნილი ოჯახებისათვის მცირე გრანტების გადაცემის პროექტსაც განახორციელებს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალსოფელში, დანიის ლტოლვილთა საბჭომ რეაბილიტაცია საბავშვო-ბაღის შენობასაც ჩაუტარა, რომელიც 50-მდე ბავშვზეა გათვლილი, მათ შორის იქნებიან დევნილი ბავშვებიც.

news
: news იანვარი 18, 2015 13:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics