ახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს

news
: news თებერვალი 7, 2015 18:37

ახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს

თავარმა პროკურატურამ ახალაიას დღეს ახალი ბრალი წაუყენა.

საქმე ეხება ე.წ. ჯაშუშების საქმეს, რომელიც 2014 წლის ზაფხულში გააქტიურდა. ამჯერად კი ახალიას ბრალი საიდუმლო თანხების განკარგვასთან დაკავშირებით წაუყენეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ადასტურებს. მისი თქმით, აღნიშნული პროცესის დახურვის მიზნით ბაჩო ახალაიას ახალ ბრალს უყენებენ.

ნადარეიშვილის ინფორმაციით, საუბარია ოპერატიული თანხის გაფლანგვაზე და იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდება ამ თანხას შეეხება, სურთ, სასამართლო პროცესი დახურონ.

“საქმე სულ 15 გვერდიანია და საქმეში ერთად-ერთი პირდაპირი მოწმე ლადო ბედუკაძეა,” – ამბობს ანი ნადარეიშვილი და დასძენს, რომ “ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ პროცესი დახურონ და საზოგადოებას საშუალება არ ჰქონდეს, გაეცნოს მასალებს”.

news
: news თებერვალი 7, 2015 18:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,443
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics