აწყურში, მეწყერით დაზარალებულებს ბინებს შეუძენენ

news
: news მარტი 24, 2015 12:20 განახლებულია

აწყურში, მეწყერით დაზარალებულებს ბინებს შეუძენენ

მნიშვნელოვანი

  • როგორც გადაწყდა შვეიცარიის განვითარების სააგენტო, თითოეული დაზარალებული ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შესაძენად, სოციალური დახმარების სახით 20 ათას ლარს გამოყოფს.

სხვა სტატიები

შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აწყურში მეწყერსაშიში ზონა მოინახულეს და დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ

როგორც გადაწყდა შვეიცარიის განვითარების სააგენტო, თითოეული დაზარალებული ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შესაძენად, სოციალური დახმარების სახით 20 ათას ლარს გამოყოფს.

გარდა ამისა, ეკომიგრანტებისათვის სოფლის მეურნეობის კუთხით სხვადასხვა სახის დახმარება მოხდება.

აწყურში მცხოვრები, ორი ეკომიგრანტი ოჯახის დაკმაყოფილება საცხოვრებელი ბინით დევნილთა სამინისტრომ, გასულ წელს უკვე მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, მეწყერი პირველად 2012 წლის მაისის თვეში ჩამოწვა, რამაც 8 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. დაზარალებულები ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდნენ, მათ კომპენსაციას ქირის სახით, ადგილობრივი ხელისუფლება უხდიდა.

news
: news მარტი 24, 2015 12:20 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics