აშშ News Corporation-ის საქმეს ხურავს

News-Corporation-sfSpanაშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ მედია-ჰოლდინგ News Corporation-ის საქმე დახურულად გამოაცხადა.
ამასთანავე, სამინისტროს განცხადებით, ის უფლებას იტოვებს ახალი დეტალების წარმოქმის შემთხვევაში საქმე ხელახლა აღძრას.
2011 წელს ბრიტანული ტაბლოიდი News of the World, რომელიც News Corporation-ის გამოცემაა, მას შემდეგ დაიხურა, რაც გამომცემლობის ჟურნალისტები სატელეფონო საუბრების არაკანონიერ მოსმენებში დაადანაშაულეს.
News Corporation -ის ხელმძღვანელმა ამ ბრალდების შემდეგ თქვა, რომ მას რცხვენია ჟურნალისტების გამო.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ნაადრევი გაზაფხული დადგა
შემდეგი სტატიაპატიმრის გაქცევის საკითხზე გურჯაანის სასამართლო განმარტებას ავრცელებს