აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

news
: news მარტი 4, 2015 11:22 განახლებულია

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

მნიშვნელოვანი

  • აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

სხვა სტატიები

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
“კონკრეტული ადამიანების ქმედებები და პოლიტიკა, რომელიც ხელს უშლის უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებს, საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ასევე რუსეთის ფედერაციის ქმედებები და პოლიტიკა, მათ შორის ყირიმის გამიზნული ანექსია და უკრაინაში ძალის გამოყენება, საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. ამიტომაც აუცილებელია ბრძანება 13660-ის მოქმედების გაგრძელება”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამგვარად, თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებით, 2014 წელს მიღებული ყველა სანქცია, მათ შორის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული შეზღუდვები, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

news
: news მარტი 4, 2015 11:22 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics