აშშ-ის თავდაცვის მდივნობის კანდიდატი საქართველოს დახმარებას ჰპირდება

news
: news თებერვალი 10, 2015 11:19 განახლებულია

აშშ-ის თავდაცვის მდივნობის კანდიდატი საქართველოს დახმარებას ჰპირდება

აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილმა ეშტონ კარტერმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს, უფლება აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი ინტერესები გაატაროს, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა “დეფენს ნიუსი” იტყობინება.

“მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რუსეთს უნდა ჰქონდეს თავისი “გავლენების სფერო”. თუ ჩემი, როგორც მინისტრის კანდიდატურას დაამტკიცებენ, მაშინ მე აშშ-ის პარტნიორებს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას დავეხმარები იმისათვის, რომ მათ შეძლონ თავიანთი ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საკუთარი სამხედრო სფეროს ნატო-სთან ფუნქციურად თავსებადობა” , – განაცხადა კარტერმა, რომელმაც გუშინ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს სპეციალური ანგარიში წარუდგინა.
ამას გარდა, კარტერის მოსაზრებით, თუ რუსეთი არ შეასულებს თავის ვალდებულებებს, მაშინ “ის კიდევ უფრო დაუცველი იქნება მომავალში, ვიდრე დღეს არის”.

news
: news თებერვალი 10, 2015 11:19 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,983
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics