აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის სახელმწიფო სათათბირო 23 იანვარს განახორციელებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 15, 2015 23:01

აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის სახელმწიფო სათათბირო 23 იანვარს განახორციელებს

აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის სახელმწიფო სათათბირო 23 იანვარს განახორციელებს“მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის სახელმწიფო სათათბირო 23 იანვარს განახორციელებს. ამის შესახებ აღნიშნული ორგანოს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.
კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება, პირველ რიგში, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემატიზაციას მოახდენს, რომელსაც საფუძვლად უდევს უკვე 80-მდე სხვადასხვა შეთანხმება. “რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთის გამარტივებამ ხელი უნდა შეუწყოს, ასევე, აფხაზეთში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას, სადაც ყოველწლიურად, მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე ისვენებს”, – განაცხადა სლუცკიმ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 15, 2015 23:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics