აფხაზები ქართულ სპეცსამსახურებს ბანდიტიზმში ადანაშაულებენ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 3, 2015 10:53 განახლებულია

აფხაზები ქართულ სპეცსამსახურებს ბანდიტიზმში ადანაშაულებენ

მნიშვნელოვანი

  • ამ ბანდ-ფორმირებებში მრავლად არიან ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც შემოდიან ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ბევრი მათგანი გაანთავისუფლეს ქართული ორგანოებიდან, მაგრამ ჩვენთან მაინც ეწევიან სადაზვერვო-დივერსიულ საქმიანობას. ამ ამბავში პოლიტიკური შემადგენელიც არის... ისინი აფხაზური სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არიან... მათი მამები თავის დროზე ჩვენ გვებრძოდნენ... შვილები კი რომლებმაც ქართული სპეცსამსახურების სკოლა გაიარეს, დივერსანტებად გვევლინებიან. საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბევრმა მათგანმა სამსახური დაკარგა და ფინანსური უკმარისობის გამო მათ დივერსიულ საქმიანობას უკვე ბანდიტიზმიც შეუთავსეს. ისინი საქართველოში ცხოვრობენ და ეს ქვეყანა მათთვის თავისებური ბაზაა. ისინი გადმოდიან აქ და აფხაზეთში, ძირითადად ადამიანების გატაცებით არიან დაკავებული, აცხადებს ნადარაია

სხვა სტატიები

10370892_644233752318062_4298620928502424947_nგალში და მის შემოგარენში არსებული კრიმინალური სიტუაციაზე და სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეორგანიზაციაზე საუბრისას, გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“ქვეყნის ხელმძღვანელობა და სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოიყვანონ ახალი კადრები, გააუმჯობესონ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დაამყარონ დისციპლინა სტრუქტურებში, რათა უფრო ეფექტური გახდეს კრიმინალთან ბრძოლა. რაც შეეხება ჩვენს ზონაში ბანდ-ფორმირებების გააქტიურებას, ეს არახალია და დღეს არ დაწყებულა. ის ფაქტი, რომ მხოლოდ ერთ სოფელში, ზემო ბარღებში გასული 3 წლის მანძილზე 24 ადამიანი იყო გატაცებული გამოსასყიდის გადახდის მიზნით და მათ გამოსყიდვაში 4 მილიონზე მეტია გადახდილი, ამტკიცებს რომ ძალიან სერიოზული სიტუაციაა. კრიმინალთა ბოლო დროინდელი აქტიურობები კი, ამ ტერორისტული ფორმირებების წინააღმდეგ დაწყებულ ნამდვილმა ბრძოლამ გამოიწვია. ამ ბანდ-ფორმირებებში მრავლად არიან ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც შემოდიან ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ბევრი მათგანი გაანთავისუფლეს ქართული ორგანოებიდან, მაგრამ ჩვენთან მაინც ეწევიან სადაზვერვო-დივერსიულ საქმიანობას. ამ ამბავში პოლიტიკური შემადგენელიც არის… ისინი აფხაზური სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არიან… მათი მამები თავის დროზე ჩვენ გვებრძოდნენ… შვილები კი რომლებმაც ქართული სპეცსამსახურების სკოლა გაიარეს, დივერსანტებად გვევლინებიან. საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბევრმა მათგანმა სამსახური დაკარგა და ფინანსური უკმარისობის გამო მათ დივერსიულ საქმიანობას უკვე ბანდიტიზმიც შეუთავსეს. ისინი საქართველოში ცხოვრობენ და ეს ქვეყანა მათთვის თავისებური ბაზაა. ისინი გადმოდიან აქ და აფხაზეთში, ძირითადად ადამიანების გატაცებით არიან დაკავებული”,– აცხადებს ნადარაია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამ პრობლემას საზღვრის მთლინადა ჩაკეტვა თუ უშველის? თემურ ნადარაიამ განაცხადა: ,,საზღვრის მთლიანი ჩაკეტვა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ამ მომენტისთვის გათვალისწინებული არ არის. ჩვენი ამოცანაა გადასასვლელი პუნქტები მინიმუმამდე შევამციროთ, რათა ადამიანებმა უფრო კონტროლირებად პუქტებში შესძლონ გადასვლა, ისეთში, როგორიცაა ამჟამად ენგურის ხიდის ცენტრალური გამშვები პუქტი. ჩვენი ამოცანაა დავკეტოთ სხვა ნაკლებად კონტროლირებადი გადასავლელი პუნქტები და პირველ რიგში ქვედა ზონის პუნქტები, მაგრამ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ უბრალო ხალხი არ დავაზარალოთ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პუქტების დახურვა გზების გაუმჯობესებასთან პარალელურად მოხდეს, რათა მოსახლეობამ ცენტრალურ პუნქტთან მისვლა ადვილად შესძლოს და არ მოხდეს პარალიზება”.

ნადარაია გამოეხმაურა აგრეთვე იმ ფაქტს, რომ იანვრის თვეში მომხდარი აფხაზურ-რუსული სპეცდანიშნულების ჯგუფის ბანდიტებთან შეტაკებისას მონაწილე კრიმინალების ახლო ნათესავებს, დაუდგენელმა პირებმა სახლები გადაუწვეს… მისი თქმით ამ ფაქტებთან დაკავშირებით საქმეები აღძრულია, თუმცა კონკრეტული დამნაშავეები მან ჯერ არ იცის ვინ არიან. ნადარაიამ განაცხადა, რომ ამ სახლების გადაწვაში შესაძლებელია ბანდიტების მიერ გატაცებული და გამწარებული ადამიანები მონაწილეობდნენ, ან თანასოფლელები, რომლებიც მომხდარით აღშფოთებულნი იყვნენ.

ნადარაია შეეხო აგრეთვე განათლების პრობლემებს გალის რაიონში და განაცხადა, რომ გალში არსებული 20 სკოლიდან, მხოლოდ 9 მუშაობს აფხაზური პროგრამით და დანარჩენი 11 ქართული პროგრამით. ქართული პროგრამით მუშაობის მიზეზად, სკოლების ხელმძღვანელები აფხაზური პროგრამისათვის საჭირო წიგნების უქონლობას იმიზეზებენ, რაც ნადარაიას აზრით არ არის საკმარისი არგუმენტი, რადგან მას აქვს ინფორმაცია, რომ ამ სკოლების პედაგოგები, ფარულად იღებენ დაფინანსებას საქართველოდან. მისი განცხადებით ის, როგორც სკოლების ასევე სოფლებში ადგილობრივი ორგანოების ბიუჯეტის პრობლემების მოგვარებას აპირებს. ბიუჯეტის შევსების ერთერთ მეთოდად კი, ნადარაიას იმ ხალხისაგან გადასახადების აკრეფა მოჰყავს, რომლებიც მისი თქმით აფხაზეთში მუდმივად არ ცხოვრობენ და ბოლო 20 წელია მხოლოდ თხილის მოსავლის ასაღებად ჩამოდიან, ისე რომ გადასახადებს არ იხდიან. ,,თუ ისინი მთელი 20 წლის გადასახადს გადაიხდიან, ჩვენ არაფერს ვერჩით და თუ არა… ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ”,– აცხადებს ნადარაია.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 3, 2015 10:53 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics