აფხაზებისთვის ნაანდერძავი ქართული ხატები

რუსეთში მცხოვრებმა აფხაზმა ბიზნესმენმა ივანე შერვაშიძემ, მოსკოვის ცენტრში სასტუმრო ,,ნაციონალში,, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. აფხაზური მედიის ცნობით, ბიზნესმენის გარდაცვალებიდან ცოტა ხანში, მისმა მეგობარმა საკუთარ სახლში ბიზნესმენის მიერ მიბარებული ჩემოდნი გახსნა, შიგ ორი ძველი ხატი და ბიზნესმენის მიერ დაწერილი ანდერძი აღმოაჩინა, სადაც ის ამ ხატების აფხაზეთისთვის გადაცემას ითხოვს.

ხატებიდან ერთი, წმინდა გიორგის გამოსახულებითაა და მეორეზე მთავარანგელოზებთან ერთად დადიანების გვარის წმინდანია აღბეჭდილი. ეს ხატები, გარკვეული ფორმალობების მოგვარების შემდეგ აფხაზეთში იქნება გადაგზავნილი, აცხადებს აფხაზური მედია. წინასწარი მონაცემებით, ხატები XVI-XIX საუკუნეებს მიეკუთვნება და მათი ზუსტი ასაკის დადგენა ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.


აფხაზეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბატალ კობახიას განცხადებით, ხატებთან დაკავშირებულმა ანდერძის წერილმა, ქართველებში გარკვეული აღშფოთება გამოიწვია, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, რომ ეს ხატები მის კანონიერ მფლობელს აფხაზეთს გადეცეს. არავინ უარყოფს რომ წარწერები ხატებზე ქართულადაა შესრულებული და ისინი ქართული წარმოშობისაა, თუმცა სიუჟეტი ძალიან გავს აფხაზური ხატებისას და აფხაზეთისთვის დამახასიათებელი ჭედური ოსტატობის კვალიც ჩანს… არაა გამორიცხული, რომ ეს ხატები ილორის მონასტრიდან ომის დროს იყო გატანილი. ეს ქართული წარმოშობის ერთადერთი სიწმინდეა აფხაზეთში, მაგრამ არა ქართველების საკუთრება… ქართველებს კი მრავალი აფხაზური სიწმინდე, მათ შორის ბიჭვინთის მოზაიკა და ბედიის ბარძიმი, ჯერაც არ გადმოუციათ აფხაზეთისთვის, აცხადებს კობახია.

აფხაზური მედიის ცნობით, ბიზნესმენმა შერვაშიძის ანდერძში ნათქვამია, რომ ეს ხატები აფხაზეთის კონფლიქტის დროს იქნა გატანილი და მან გამტაცებლებისაგან გამოისყიდა, რათა სოხუმის მუზეუმისთვის გადაეცა.

banner
წინა სტატიაშისომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა
შემდეგი სტატიალიმფომის საწინააღმდეგო პრეპარატს სოხუმში გამოცდიან