“აუნაზღაურებელია ეს დანაკარგი”-პრემიერ-მინისტრი ნიუ-ჯერსიში დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს

news
: news მარტი 8, 2015 11:37

“აუნაზღაურებელია ეს დანაკარგი”-პრემიერ-მინისტრი ნიუ-ჯერსიში დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს

მნიშვნელოვანი

  • "უკიდურესად შემძრა ნიუ-ჯერსიში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის სოსო მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვის ამბავმა"-ამ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

სხვა სტატიები

“უკიდურესად შემძრა ნიუ-ჯერსიში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის სოსო მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვის ამბავმა”-ამ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

პრემიერი წერს, რომ დაღუპული ქართველები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდნენ სამხედრო სასწავლო კურსს იმისათვის, რომ იქ მიღებული ცოდნა საკუთარი სამშობლოსათვის მოეხმარათ.

“აუნაზღაურებელია ეს დანაკარგი და უდიდესი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის. ვიზიარებ გარდაცვლილების ოჯახების მწუხარებას, თანავუგრძნობ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მთელ საქართველოს”-აღნიშნულია ღარიბაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.

news
: news მარტი 8, 2015 11:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics