„არ მოვკვდები, ვიდრე კრემლის სისხლიან კედლებს ერთად არ დავანგრევთ“

news
: news მარტი 4, 2015 13:24 განახლებულია

„არ მოვკვდები, ვიდრე კრემლის სისხლიან კედლებს ერთად არ დავანგრევთ“

მნიშვნელოვანი

  • მოსკოვის ციხეში მყოფი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ნადეჟდა სავჩენკო აცხადებს, რომ არ მოკვდება, ვიდრე არ გაიმარჯვებს.

სხვა სტატიები

მოსკოვის ციხეში მყოფი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ნადეჟდა სავჩენკო აცხადებს, რომ არ მოკვდება, ვიდრე არ გაიმარჯვებს.

„მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც 1 მარტს დანაშაულებრივი სიკვდილი წინააღმდეგ სამართლიანობის მოთხოვნით სოლიდარობის აქციაზე გამოვიდნენ. მე თქვენთან ვარ, მე არ მოვკვდები, ვიდრე ჩვენ ერთად არ დავანგრევთ კრემლად წოდებული სისხლიანი ციხის კედლებს“, – ნათქვამია სავჩენკოს წერილში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ მისმა ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა გაავრცელა.

სამხედრო მფრინავი ნაძეჟდა სავჩენკო, რომელიც უკრაინაში დამოუკიდებლობის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, ამჟამად მოსკოვში, ლეფორტოვის ციხეში იმყოფება და უკვე 80 დღეზე მეტია შიმშილობს, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრინის საპარლამენტო დელეგაციის წევრი ნადეჟდა სავჩენკო 2014 წლის ივლისიდან რუსეთის პატიმრობაში იმყოფება. მოსკოვი სავჩენკოს ლუგანსკის დაბობმვის დროს რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში მონაწილეობას და რუსეთის საზღვარზე უკანონო გადასვლას ედავება. სავჩანკო ბრალს სრულიად უარყოფს და აცხადებს, რომ ის სეპარატისტებმა გაიტაცეს და რუსეთში წაიყვანეს.

3 მარტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ანნ ბრასერმა რუსეთის ხელისუფლებას მოწყალების გამოვლენისკენ და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის წევრის სიცოცხლის გადარჩენისკენ მოუწოდა.

მოსკოვის ბასმანის სასამართლო სავჩენკოს, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატის იურიდიული იმუნიტეტის საკითხს დღეს გადახედავს.

news
: news მარტი 4, 2015 13:24 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics