- 1991 წლის 31 მარტი
- შსს-მ რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული რესტორანში დააკავა
- შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 – გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს და ვიდეომასალის სრული ვერსია
- “არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
- უვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!
არ არის გამორიცხული მთავრობის გადაყენების მოთხოვნას “თავისუფალი დემოკრატები” შეუერთდნენ–გიორგი ვოლსკი
მნიშვნელოვანი
- არ არის გამორიცხული მთავრობის გადაყენების მოთხოვნას "თავისუფალი დემოკრატები" შეუერთდნენ–გიორგი ვოლსკი
სხვა სტატიები
- პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არავინ არ დარჩება – გიორგი მღებრიშვილი
- “საქართველო მისი რეგიონებისა და მოქალაქეების მათემატიკური ჯამი არ არის”
- ვერანაირი საგამოძიებო კომისია, ვერანაირი ზეწოლა და ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ გვაიძულებს, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას
საპარლამენტო უმრავლესობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გეგმას, მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით, აფასებს, როგორც უადგილოს და მიმართულს იმისკენ, რომ ქვეყანაში მოხდეს რყევა.
როგორც კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, არ არის გამორიცხული, მთავრობის გადაყენების მოთხოვნას “თავისუფალი დემოკრატები” შეუერთდნენ.
“კონსულტაციებზე, არ ვიცი, შესაძლოა, “თავისუფალი დემოკრატები” წავიდნენ. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ ინტენსიურად, არა მარტო დღეს, არამედ ადრეც სამომავლო გეგმები. კომიტეტებში იყო განხილვა, ეკონომიკური ჯგუფი იყო მისული, საკმაოდ ვრცელი, 7-8-საათიანი განხილვა მიმდინარეობდა. ვფიქრობ, მთავრობას ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, აქვს საკმაოდ მწყობრი და კარგი გეგმა. იმის აყოლა, რომ შეიქმნას დესტაბილიზაცია, უადგილოა და ცვლილებები უდროო. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ რყევა მოხდეს ისეთი, სადაც “ნაციონალურ მოძრაობას” რატომღაც ჰგონია, რომ რაღაც შედეგს მიიღებს. მაგრამ ვფიქრობ, უარესი იქნება ქვეყნისთვის, თუ “ნაციონალური მოძრაობის” ამ გეგმას გავყვებით”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” გუშინდელ აქციასაც შეეხნენ, თუმცა მისი მნიშვნელოვანი განხილვა არ ყოფილა.