“არც ერთ დონეზე აფხაზეთის გავლით რკინიზის აღდგენის საკითხის დეტალური განხილვა არ ყოფილა”

news
: news მარტი 1, 2015 10:31

“არც ერთ დონეზე აფხაზეთის გავლით რკინიზის აღდგენის საკითხის დეტალური განხილვა არ ყოფილა”

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, არც ერთ დონეზე აფხაზეთის გავლით რკინიზის აღდგენის საკითხის დეტალური ან კონკრეტული განხილვა არ ყოფილა და არც იგეგმება . ამის შესახებ დავით კერესელიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიმდინარეობს თუ არა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე საუბარი და თუ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში.
კერესელიძის თქმით, ზოგადი საუბრები საქართველოს მხრიდან ნამდვილად არ მომდინარეობს.
“თქვენც კარგად გესმით, თუ რომელ მხარეს უფრო აინტერესებს, რომ გააცოცხლოს ეს საკითხები. მე ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ და ამას საგარეო საქმეთა სამინისტრო გიდასტურებთ, რომ არც ერთ დონეზე ამის დეტალური ან კონკრეტული განხილვა არ ყოფილა და არც იგეგმება”, – განაცხადა კერესელიძემ.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვა, კერესელიძის თქმით, ამ ფორმატის გადახედვას “ჯერჯერობით არავითარი საფრთხე არ ემუქრება”.
“მე ვიცი პრემიერ-მინისტრის განწყობა და ის სიტყვები, რომელიც მან გააჟღერა, რომ ამ ფორმატის, რომელმაც გარკვეული წარმატებები მოიტანა, გადახედვას, ჯერჯერობით არავითარი საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა კერესელიძემ.

news
: news მარტი 1, 2015 10:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,826
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics