არჩილ თალაკვაძე – მოძალადეთა მიმართ დევნის მაჩვენებელი გავასამმაგეთ

news
: news მარტი 8, 2015 14:30 განახლებულია

არჩილ თალაკვაძე – მოძალადეთა მიმართ დევნის მაჩვენებელი გავასამმაგეთ

მნიშვნელოვანი

  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების კუთხით, გასულ, 2014 წელს უწყებას კარგი შედეგები ჰქონდა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს შედეგები 2015 წლისათვის კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

სხვა სტატიები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების კუთხით, გასულ, 2014 წელს უწყებას კარგი შედეგები ჰქონდა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს შედეგები 2015 წლისათვის კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
“მსოფლიოს მასშტაბით წლის განმავლობაში 70 მილიონამდე ქალი საბაზისო განათლების გარეშე რჩება. 2015 წელია და ქალები იღებენ გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას იგივე საქმიანობისათვის, ვიდრე იღებენ მამაკაცები. ყოველი მესამე ქალი არის ძალადობის მსხვერპლი მისი პარტნიორის თუ ყოფილი პარტნიორის მხრიდან. ჩვენ გვაქვს ძალადობის აღმოფხვრის კუთხით შემუშავებული გეგმა. პოლიციელი ქალები განსაკუთრებით კარგად მომზადებული არიან ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისათვის. გაცილებით კარგი შედეგები გვქონდა 2014 წელს ამ მიმართულებით. თითქმის გავაოთხმაგეთ ორდერების გამოცემა, გავასამმაგეთ დევნის მაჩვენებელი მოძალადეთა მიმართ. წელს გვაქვს ამ მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმები და შედეგები უკეთესი იქნება”, – აღნიშნული განცხადება არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საზოგადოებას მოუწოდებს, ქალთა ძალადობის ფაქტებზე მოახდინონ რეაგირება და დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას.
ამ წუთებში სასტუმრო “რედისონში” მრავალპარტიული კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც განხილვის თემა ქალთა მიმართ ძალადობაა. ღონისძიება “ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის” (NMD) მიერ არის ორგანიზებული.

news
: news მარტი 8, 2015 14:30 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics