არსებული ინფორმაციით, კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ექვსი ადამიანია დაკავებული

news
: news თებერვალი 2, 2015 11:32 განახლებულია

არსებული ინფორმაციით, კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ექვსი ადამიანია დაკავებული

არსებული ინფორმაციით, კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით 6 ადამიანი არის დაკავებული. მთავარ პროკურატურაში ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა ადვოკატ დარეჯან გილაშვილის ცნობით, ირაკლი ფირცხალავას, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელის ლევან ბეროძისა და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაურ კახა ნაკანის გარდა, დაკავებულია კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი _ ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე. ამასთან, ადვოკატს ჯერ არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ბრალდებას წარუდგენენ ყოფილ სპეცრაზმელებს.
ირაკლი ფირცხალავა, რომელიც კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობდა, სავარაუდოდ, სწორედ ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით არის დაკავებული.
გარდა ამისა, გასულ კვირაში კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა უჩა ნანუშავილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ირაკლი ფირცხალავამ ერთ-ერთ მსჯავრდებულს, გათავისუფლების სანაცვლოდ, ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მკვლელობა დაუკვეთა.
“სახალხო დამცველს ახსნა-განმარტებით მიმართა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, სადაც ის აცხადებს, რომ 2008 წლის ივლისში დააკავეს საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის მაშინდელმა თანამშრომლებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ, რის შემდეგომ ირაკლი ფირცხალავასა და კახა ლეგაშვილთან მიიყვანეს. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პასუხისმგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა. ასევე უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მიცემდა ჩვენებას, ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ირაკლი ფირცხავალამ ლ.შ-ს თანამშრომლობის შემთხვევაში გათავისუფლებას და ნარკოტიკულ დანაშაულზე ხელშეუხებლობას დაპირდა”, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

news
: news თებერვალი 2, 2015 11:32 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,294
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics