არის რამდენიმე თვითმხილველი იმისა თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან–ირაკლი შოთიძე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 8, 2015 22:20 განახლებულია

არის რამდენიმე თვითმხილველი იმისა თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან–ირაკლი შოთიძე

მნიშვნელოვანი

  • არის რამდენიმე თვითმხილველი იმისა, თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან

სხვა სტატიები

არის რამდენიმე თვითმხილველი იმისა, თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდანარის რამდენიმე თვითმხილველი იმისა, თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან, გაუკვალავ გზაზე, – აღნიშნული განცხადება მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ “ტელეიმედის” გადაცემა “იმედის კვირაში” გააკეთა.
შოთაძე სოსანაშვილის ადვოკატის მიერ დასახელებულ ალიბს “თითიდან გამოწოვილს” უწოდებს. “იმის მტკიცება, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქების დროს ვიღაც სასადილოში იჯდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა რამდენიმე საათით ადრე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ დადო სადღაც. საჭირო არ არის ამფეთქებელი აფეთქების მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდეს. ეს ალიბი თითიდან გამოწოვილია და მასზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება”, – აცხადებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.
მისივე თქმით, არიან მოწმეები, რომლებმაც სოსანაშვილი ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახეს.
“ანალიზი გაუკეთდა ანძებზე დაფიქსირებულ 30-ათასამდე ზარს. პარალელურად ათეულობით მოწმე დაიკითხა. რამდენიმე თვითმხილველია, თუ როგორ მოემართებოდა რამდენჯერმე გია სოსანაშვილი ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაუკვალავ გზაზე. არიან თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც ამ ადამიანს იცნობდნენ. გია სოსანაშვილი დაინახეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე 19 იანვრიდან მოყოლებული 20 იანვრის ჩათვლით. გარდა ამისა, არსებობდა შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციაც”, – აცხადებს შოთაძე.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ბრალის წაყენების პროცესში საუბარია მხოლოდ მკვლელობის განზრახვაზე. შოთაძე იური ვაზაგაშვილის აფეთქების მოტივაციაზე საუბრისგან კვლავ თავს იკავებს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ მომხდარი შეიძლება ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეს უკავშირდებოდეს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 8, 2015 22:20 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,381
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics