პოლიციელის ღირსება და პატივი არასდროს ისეთ დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა დაყენებული სახელმწიფოს მხრიდან, როგორც არის დღეს

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია იანვარი 26, 2015 14:24 განახლებულია

პოლიციელის ღირსება და პატივი არასდროს ისეთ დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა დაყენებული სახელმწიფოს მხრიდან, როგორც არის დღეს

2003 წლიდან მოყოლებული არასდროს პოლიციელის ღირსება და პატივი არასდროს ისეთ დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა დაყენებული სახელმწიფოს მხრიდან, როგორც არის დღეს- აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური.

“ის რაც ხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში პოლიციელთა მიმართ მიუთითებს იმაზე რომ სახელმწიფოს არ აქვს გაცნობიერებული პოლიციის როლი ჩვენს ქვეყანაში. უკანასკენლი ერთი თვის განმავლობაში მოხდა მკველობა ბათუმში ქუდის მეგობრის მიერ და ის გააპარე, მოხდა პაგონების ახება პოლიციელისთვის ქუთაისში საკრებულოს წევრის მიერ, პოლიციელები დაჭრეს ქვიშხეთში, სასტუმრო რედისონთან პოლიციელი სცემა მოქალაქემ და გაურკვეველია მას რამე ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისრა თუ არა ამის გამო, პოლიციელებს ესროელს თელავში, ზუგდიდში გურამ ღუწკაია მანქანა დაწვეს. ეს ფაქტები არის მცირე ჩამონათვალი იმისა, თუ რა ვითარებაში იმყოფება დღეს ქართული პოლიცია და რამდენად არის ის ივანიშვიის სიტყვებით რომ ვთქვათ მიჯირყვნილი კრიმინალური სამყაროს მიერ. ასევე პოლიციელბს არ უზრდიან ხელფასებს, მათ ჩამოართვეს სადაზღვევო პაკეტი ოჯახებისათვის და სულ უფრო ხშირად ვხედავთ გაჩერებულ პოლიციის მანქანებს, რადგან მათ შესაბამისი რაოდენობის ბენზინსაც კი არ აძლევენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავხს ხელისუფლებას დაიცვას პოლიციელტა ღირსება და პატივი, დაიცვას მათი სიცოცხლე და ალიანსი, რომელიც მათ აქვთ გაფორმებული ქურდულ სამყაროსთან, შეცვალონ ალიანსით ქართველ პოლიციელებთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ინსტიტუტების მიზანმიმართული ნგრევა. დაუცველი პოლიციელი ნიშნავს დაუცველ ქართველ საზოგადოებას. პოლიციელირ, რომელსაც აჰყარბს ღირსება და პატივი, პოლიციელი რომელიც ვერ გრძნობს თავს დაცულად თავის ქვეყანაში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოახერხებს მოქალაქეთა დაცვას. შესაბამისად, დაუცველი პოლიციელი ნიშნავს დაუცველ ქართულ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომლიც უმთავრესი ამოცანა, უმთავრესი მოვალეობა საქართველოს მოქალაქეების დაცვაა თვითონ იყოს დაცული სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან”-აცხადებს საპარლამენო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია იანვარი 26, 2015 14:24 განახლებულია
დაწერეთ კომენტარი

კომენტარი არაა

კომენტარი არაა!

შეგიძლიათ დატოვოთ თქვნი კომენტარი.

დაწერეთ კომენტარი
კომენტარების ნახვა

დაწერეთ კომენტარი

თქვენი e-mail არ გამოქვეყნდება.
აუცილებელი ველი*

გამოკითხვა

მხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტის არჩევის გზის შესახებ პლებისციტის გამართვას?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


33,690
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics