“არასამთავრობო სექტორი საქართველოში თავისუფალი დარჩება ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც სცდება”

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო და არის თავისუფალი, დარჩება თავისუფალი, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როდესაც სცდება, – ასეთ კომენტარს აკეთებს საქაართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ წარმომადგელებს ეხება.
უსუფაშვილის განცხადებით, “მთავარია, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური თავისუფლება და ყველას ჰქონდეს საშუალება იმისა, გამოთქვას საკუთარი აზრი და სხვამ ამ აზრზე კიდევ თავისი აზრი”.
“არ მგონია, ვინმე მიზნად და ამოცანად ვისმეს პიროვნულ შესწავლას ისახავდეს. ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციები, მოვლენები ყველასათვის საინტერესოა, ამიტომ თუკი ამა თუ იმ თემაზე მეტი მოსაზრებები გვექნება, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან არავის არ ეკუთვნის ჭეშმარიტებაზე მონოპოლია და არც არავინ აცხადებს ამაზე პრეტენზიას. ამიტომ ყველას გვაქვს საშულება იმისა, ჩვენი აზრი გამოვხატოთ. რაც შეეხება ზეწოლას, ამას დასაბუთება სჭირდება. მე რომ გითხრთ, რომ თქვენი მიკროფონი არ მომწონს, ეს ზეწოლა არ არის – ეს ჩემი აზრია, რომელიც უნდა მეთქვა ან არ უნდა მეთქვა, მაგრამ თუკი ხელიდან მიკროფონს გამოგართმევთ, მაშინ ზეწოლას ექნება ადგილი. ასე რომ, არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო და არის თავისუფალი, დარჩება თავისუფალი, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როდესაც ცდება, ისევე როგორც პოლიტიკოსები – ხან ვცდებით, ხან სწორს ვლაპარაკობთ, მაგრამ თავისუფალი ვრჩევით. მთავარია უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური თავისუფლება. დანარჩენი ყველას აქვს საშუალება, თავისი აზრი გამოთქვას, სხვამ ამ აზრზე – კიდევ თავისი აზრი გამოთქვას”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაში„მანდრინების“ შემოქმედებით ჯგუფი ოსკარის ცერემონიაზე გასამგზავებლად ემზადება
შემდეგი სტატია“ეს პრობლემა არსებობდა, თუმცა პრობლემა გადაიჭრა,” – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის ნათესაურ კავშირებზე