არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებენ

news
: news იანვარი 29, 2015 15:39

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ გაკეთებული გუშინდელი განცხადების საპასუხოდ დღის ბოლოს ერთობლივი განცხადების გავრცელებას გეგმავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლის შესახებ შეიცავდა სამოქალაქო სექტორზე ზეწოლის ნიშნებს და ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ მათი აზრით, ბიძინა ივანიშვილი რეალურად იღებს ქვეყანაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ღონისძიებები დაიწყოს მათ წინააღმდეგ.

„თუ ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ დაიწყო მმართველი გუნდის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, შავი პიარი თუ საკანონმდებლო რეგულაციები, მაშინ ეს იქნება არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ მიმართული,“ – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA)“ აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა.

news
: news იანვარი 29, 2015 15:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,826
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics