ანკარაში საქართველოს საელჩო, ომანის საკონსულოსთან გაუგებრობის აღმოფხვრაზე მუშაობს

news
: news მარტი 24, 2015 14:34 განახლებულია

ანკარაში საქართველოს საელჩო, ომანის საკონსულოსთან გაუგებრობის აღმოფხვრაზე მუშაობს

მნიშვნელოვანი

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ომანის საკონსულოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაფიქსირება გაუგებრობაა, რის გამოსწორებაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

სხვა სტატიები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ომანის საკონსულოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაფიქსირება გაუგებრობაა, რის გამოსწორებაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც “პირWელს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ანკარაში საქართველოს საელჩო ომანის საელჩოსთან აქტიურად მუშაობს, რათა გაუგებრობა უმოკლეს დროში გასწორდეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაფიქსირება გაუგებრობაა, რადგან ომანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერს მხარს.

ომანის საკონსულოს ვებგვერდზე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად არის დაფიქსირებული

news
: news მარტი 24, 2015 14:34 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics