ანგელა მერკელმა რუსეთი მსოფლიო წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა

news
: news თებერვალი 7, 2015 15:44

ანგელა მერკელმა რუსეთი მსოფლიო წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა

მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციას გერმანიის კანცლერი შეუერთდა, რომელიც სიტყვით გამოვიდა სესიაზე. მერკელის გამოსვლას, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

გერმანიის კანცლერმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის კრიზისზე და მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებს შეეხო. მისი განცხადებით, მოსკოვში ვიზიტს ჰქონდა აზრი, მაგრამ უცნობია, მოყვება თუ არა შედეგი.

ანგელა მერკელმა რუსეთი მსოფლიო წესრიგის და საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიას სურს “დიდი ევროპა”, სადაც რუსეთიც მოიზარება.

გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ უკრაინის კრიზისი პოლიტიკური გზით უნდა გადაწყდეს.

news
: news თებერვალი 7, 2015 15:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics