“ამბოხებულები ტერორისტები არ არიან, უკრაინაში რუსები არ იბრძვიან,” – პუშკოვის განცხადება ევროსაბჭოში

“ამბოხებულები ტერორისტები არ არიან, უკრაინაში რუსები არ იბრძვიან,”- ასე გამოეხმაურა რუსული დელეგაციის წევრი, ალექსეი პუშკოვი, ევროსაბჭოში კოლეგების კრიტიკულ განცხადებებს.

პუშკოვის განცხადებით, ის, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება, რუსეთს არ უკავშირდება და არცერთი რუსი სამხედრო არ არის ბრძოლაში ჩართული.

პუშკოვის განცხადებით, “ამბოხებულები საკუთარი მიწების დაცვას ცდილობენ”.

“უკრაინაში ტერორისტები არ არიან. ამბოხებულები საკუთარი უფლებებისა და მიწის დასაცავად უკრაინის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ ჯარს უწევენ წინააღმდეგობას, ჯარს, რომელიც მათი უფლებების და პროტესტის ჩასახჩობად გაუშვეს,” – განაცხადა პუშკოვმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს ალენ დელონი წაიყვანს
შემდეგი სტატიაფიდელ კასტრომ დუმილი დაარღვია