ალასანიას მიაჩნია, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება ახალ ინიციატივაზე ფრთხილად უნდა მიიღოს

news
: news იანვარი 14, 2015 17:32

ალასანიას მიაჩნია, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება ახალ ინიციატივაზე ფრთხილად უნდა მიიღოს

ირაკლი ალასანიას აზრით, პარლამენტმა დიდი სიფრთხილით უნდა განიხილოს კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობას დასჯად ქმედებად აქცევს.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს მიაჩნია, რომ ძალიან დეტალურად და ზუსტად უნდა განისაზღვროს იმ დანაშაულის კატეგორია, რომელსაც ეს კანონი შეეხება.

„ერთადერთი ლოგიკა არის ის, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ვინც არის ეჭვმიტანილი, მათზე უნდა ვრცელდებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ქმედებები, მაგრამ ბუნებრივია, ძალიან ფაქიზად და ფრთხილად არის განსასაზღვრი პარლამენტში რას და რა კატეგორიის დანაშაულს შეეხება ეს,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, კანონის განხილვაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ „თავისუფალი დემოკრატებიც“.

news
: news იანვარი 14, 2015 17:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,826
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics