„ავატარის“ ახალი სერიების გადაღება 2017 წლამდე გადაიდო

news
: news იანვარი 15, 2015 13:35

„ავატარის“ ახალი სერიების გადაღება 2017 წლამდე გადაიდო

2009 წლელს გადაღებული ფილმ „ავატარის“ მომდევნო სამი სერიის პირველი ნაწილი 2017 წლის ბოლოს გამოვა, აცხადებს ფილმის რეჟისორი ჯეიმს კემერონი.
კემერონმა და მისმა კოლეგებმა სამივე ფილმზე ერთდროულად დაიწყეს მუშაობა. პროცესი მიდის რთულად, თქვა „ტიტანიკის“ და „ტერმინატორის“ რეჟისორმა და „ოსკარის“ მფლობელმა.
ფილმის პირველი ნაწილის პრემიერა 2016 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ ფილმის სცენარის შექმნის პროცესმა „ფაქტობრივად გადაყლაპა“ ავტორები.
სცენარები ერთად იქმნება, პარალელურად და არა ერთმანეთის მიყოლებით. მხატვრები ერთდროულად ქმნიან პერსონაჟების სახეებს, მოქმედ გმირებს და დეკორაციებს.
კემერონი თვლის, რომ ყველა მომდევნო სერია წინას გაგრძელება უნდა იყოს, და სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მაყურებლის მოლოდინს და მოთხოვნებს.
ფილმებს, ისევე როგორც „ავატარს“ ახალ ზელანდიაში გადაიღებენ.
„ავატარი“ 2009 წელს კონომატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე საკასო ფილმი იყო. ფილმმა 2,8 მილიარდი დოლარი მოგება ნახა მსოფლიო გაქირავებიდან. ფილმის სიუჟეტი 22-ე საუკუნეში მიმდინარეობს სხვა პლანეტაზე, რომელიც ჰუმანოიდებით არის დასახლებული, მისი დაპყრობა რესურსების გამო დედამიწელებს უნდათ.

news
: news იანვარი 15, 2015 13:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,744
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics