ადვოკატის ინფორმაციით, ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული ალელიშვილი სპეცრაზმიდან გუშინ გაათავისუფლეს

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

ერთ-ერთი ვინც შს სამინისტროდან გუშინ გაათავისუფლეს, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს დაკავებული დავით ალელიშვილია, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ალელიშვილის ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას დავით ალელიშვილმა უთხრა, რომ გუშინ დააწერინეს განცხადება სამსაუხრიდან წასვლის შესახებ. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შს სამინისტროს სპეცრაზმის თანამშრომელი იყო. აღნიშნული განცხადება ადვოკატმა დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ გააკეთა, სადაც საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა. დარეჯან გილაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ გრძნობს.
ალელიშვილთან ერთად, როგორც ცნობილია, დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოში პროკურატურიდან გადაიყვანეს კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე და ალექსანდრე სანიკიძე. ასევე ცნობილია, რომ პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში უნდა გადაიყვანონ დაკავებული ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე.
11 დაკავებულიდან ნაწილი ე.წ. მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათ მოსანახულებლად წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულების ადვოკატები შედიან.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში საკონკურსო-საატესტაციო კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატია500-500 ლარიანი ჯარიმა მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფ. აბედათში მცხოვრებ 15-მდე ოჯახს!